NGO-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო დაცვით - შაიშმელაშვილი

27.08.25 17:29
NGO-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო დაცვით - შაიშმელაშვილი

NGO-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო დაცვით, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი საუბრობს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შერბილების ნაცვლად დემონსტრაციულად შეუდგა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც რუსული სტილის ავტორიტარიზმის სწრაფ ჩამოყალიბებას ჰგავს.

ნაცვლად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე ტიპის შერბილება გაეკეთებინა, ამის ნაცვლად ისინი დემონსტრაციულად იწყებენ პროცესს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ და მეორე მომენტია სწორედ ეს: რა მუხლით იწყებენ? ლაპარაკი არ არის აქ ფარაზე, ე.წ. რუსულ კანონზე, გამოძიება დაიწყო საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო დაცვით. რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს, ეს არის რუსული სტილი ავტორიტარიზმის, უფრო სწორად, სწრაფად ჩამოყალიბება, რომლის მთავარი ინდიკატორი და მთავარი წინაღობა ამ გზაზე არის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, დარჩება მედია, დარჩება უნივერსიტეტები. როგორც ჩანს, მდინარაძის დანიშვნაც სუსში სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, რომ სწრაფად დასრულდეს ძალაუფლების კონსოლიდაცია წლის ბოლომდე, - ამბობს "თავისუფლები მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.

7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.

 

მსგავსი სიახლეები