არასამთავრობოებზე გალაშქრება პირდაპირი განაცხადია, რომ "ოცნებას" ევროპისკენ ჩვენი წაყვანა არ სურს - ჯობავა
ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, პირდაპირ განაცხადი იმის, რომ ამ ქვეყნის არალეგიტიმურ ხელისუფლებას ევროპისკენ ჩვენი წაყვანა არ სურს, - ასე აფასებს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა არასამთავრობბოების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და პროკურატურის ნაბიჯი ქვეყნის ევროპული გზის საბოლოო უარყოფას და რუსეთისკენ გადახრას ნიშნავს.
ის ნაბიჯი, რაც დღეს "ოცნებამ" გადადგა, რაც გააკეთა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გალაშქრებისთვის ერთგვარი ახალი საფეხური დაგვანახეს. რაც თქვეს კიდეც არასამთავრობოებმა, რომ ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, პირდაპირ განაცხადი იმის, რომ ამ ქვეყნის არალეგიტიმურ ხელისუფლებას ევროპისკენ ჩვენი წაყვანა არ სურს. ეს არის პირდაპირ გზა რუსეთისკენ და ძალიან ცალსახად, ამ რუსული ნაბიჯით, რომელიც გადადგეს, გვაჩვენეს პირდაპირ, რომ ჩვენი ქვეყანა მათ მიჰყავთ რუსეთისკენ და არა ევროპისკენ და ევროპას პირდაპირ უთხრეს, რომ ჩვენ არ გვინდა თქვენი წევრობა, - ამბობს გვანცა ჯობავა.
7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო - თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
- არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.