ალექსი ახვლედიანი იტყუება... თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან რეჟიმის ხელმძღვანელებმა გააგდეს - გიორგი კირთაძე
კოლაცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ალექსი ახვლედიანი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძეს თანამდებობიდად წასვლა დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი.
კირთაძის თქმით, რიჟვაძეს უნდოდა რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო თანამდებობაზე, თუმცა ის "თანამდებობიდან რეჟიმის ხელმძღვანელებმა გააგდეს".
საოცარი ამბავი მოვისმინეთ დღეს ახვლედიანისგან, ის ხალხს აბრალებს იმას, რაც რიჟვაძეს თავს გადახდა - აცხადებს კირთაძე.
ალექსი ახვლედიანი იტყუება, თორნიკე რიჟვაძეს არათუ სურვილი ჰქონდა თანამდებობიდან წასვლის, არამედ ბოლომდე ებღაუჭებოდა იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ის არათუ გააგდეს, შუაღამისას მიწერეს მესიჯი და უთხრეს, რომ დილით მისი ფბ განცხადება უნდა ყოფილიყო სოციალურ ქსელში გავრცელებული. ამის შემდეგ მას ჰქონდა მცდელობა რამოდენიმეჯერ დარეკვის, როგორც გვეუბნებიან, კობახიძესთან თუ კალაძესთან, მაგრამ მის ტელეფონსაც კი არ უპასუხეს. ანუ გააგდეს თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან რეჟიმის ხელმძღვანელებმა თუ წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ რავიცი, საოცარი ამბავი მოვისმინეთ დღეს ახვლედიანისგან, ის ხალხს აბრალებს იმას, რაც რიჟვაძეს თავს გადახდა. კაცი თანამდებობიდან გააგდეს, თითქოს საკუთარი ხელით დაწერილი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მექრთამეობას და ბარიგობაზეა საუბარი. ესროლეს თუ საკუთარი თავისთვის ასროლინეს, მაგრამ საკუთარი ხელიდან ეს კაცი მოკლეს პრაქტიკულად და მართლა მხოლოდ ღმერთმა გადაარჩინა. ასე იქცეოდა ალბათ საბჭოთა კგბ თავისი მუშაობის ყველაზე ბნელ პერიოდებში, როგორც ახლა იქცევა რეჟიმი და მსიი წარმომადგენლები", - აცხადებს გიორგი კირთაძე.
რა თქვა დღეს სასამართლოში მისულმა ალექსი ახვლედიანმა:
- კაცი, ვისი იარაღითაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, მომხდარის დეტალებს პირველად ყვება
- რა მდგომარეობაში იპოვა ალექსანდრე ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძე - პირველი კომენტარი
- თორნიკე რიჟვაძეს დაუნიშნეს 2-თვიანი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, ასევე კვირის ბოლოს გაუკეთებენ ოპერაციას - ალექსი ახვლედიანი
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
- საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მსგავსი სიახლეები
ევროკომისიაში განმარტეს, თუ რატომ გახდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე დიალოგის პირველი ჩანიშვნა აუცილებელი
ლამერტის განცხადებით, ბრიუსელის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების დარღვევას უკავშირდება.