რას ამტკიცებს თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმის მთავარი მოწმე საბედისწერო გასროლიდან 45 დღის შემდეგ

27.08.25 20:10
რას ამტკიცებს თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმის მთავარი მოწმე საბედისწერო გასროლიდან 45 დღის შემდეგ

კაცი, რომლის იარაღითაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა ამტკიცებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ღრმა დეპრესიაში იყო. ალექსი ახვლედიანმა ჯერ თქვა, რომ რიჟვაძემ პოსტიდან წასვლა მძიმედ გადაიტანა, შემდეგ კი განაცხადა, რომ დეპრესიამდე თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე მისმა კრიტიკამ მიიყვანა. 

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმის მთავარი მოწმე, ახლა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ რიჟვაძეს პრობლემები ძალოვან უწყებებთან და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან არ ჰქონია და საქმე ასარჩევად ჰქონდა სად წავიდოდა ელჩად, დიდი ბრიტანეთში თუ ჩეხეთში. 

ელჩად NATO-ში გაშვებას "ქართული ოცნება" თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც პირდებოდა, თუმცა საბოლოოდ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრი და მისი გარემოცვა კორუფციის ბრალდებებით დაკავეს, ბურჭულაძე კი დაკითხეს. 

ალეკო ახვლედიანის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძე მასთან სახლში არა პრობლემების მოსაგვარებლად არამედ საოჯახო წვეულებაზე ჩავიდა, სადაც მხოლოდ ხუთი ადამიანი იყო, აქედან სამი რიჟვაძის მხარე. რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობიდან 45 დღე გავიდა, ახვლედიანს მასთან ტელეფონითაც კი არ უსაუბრია და თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად დეპრესია გარემოებების ანალიზის შედეგად დაასახელა. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები