ევროსაბჭო "ოცნების" "ფარას" გაუქმებას და მისი აღსრულების შეჩერებას ითხოვს - რა დაადგინა ექსპერტების ჯგუფმა
"ქართული ოცნებას" სადავო კანონის გაუქმებას და მისი აღსრულების შეჩერებას ევროსაბჭო სთხოვს. ექსპერტთა ჯგუფმა ივანიშვილის პარტიის მიღებული თითქოს ამერიკული FARA-ს ანალოგიური კანონი შეისწავლა და დაადგინა, რომ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეპრესიულია და ადამიანის უფლებებს ზღუდავს. ევროსაბჭოს იურისტები წერენ, რომ კანონის აღსრულება სამოქალაქო საზოგადოებას დაარტყამს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ევროსაბჭოს ექსპერტების ჯგუფმა დაადგინა, რომ "ივანიშვილის FARA" გაცლებით მკაცრი აქტია, ვიდრე კანონი რომელიც რუსეთში მოქმედებს. ერთ-ერთი მიზეზი სანქციის სიმკაცრეა, რომელიც იმაზე უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე რუსული კანონი. სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ამ კანონის მთავარი სამიზნე არიან, ამბობენ, რომ ამერიკულ FARA-ს ივანიშვილის პარტია რეპრესიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების გასაქრობად იყენებს.
ევროსაბჭოს დასკვნა დასტურია იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების სარჩელი ანტიკორუფციული სამსახურის წინააღმდეგ ლეგიტიმურია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილს სასამართლოში უჩივლეს. ამბობენ, რომ 31 მაისის ბრძანებით, რაჟდენ კუპრაშვილმა თავის თავს იმაზე მეტის უფლებამოსილება მიანიჭა, ვიდრე ეს რეპრესიული კანონითა განსაზღვრული.