ლევან გოგიჩაიშვილი: ნაცი მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა კობახიძის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო

27.08.25 21:32
ლევან გოგიჩაიშვილი: ნაცი მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა კობახიძის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო

"ნაცი მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა კობახიძის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. 

პოლიტიკოსის თქმით, ირაკლი კობახიძის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო კახი კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად დაყენებაც. 

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯით ივანიშვილმა "კობახიძის პოლიტიკურ ზრდას ხელი შეუშალა". 

ნაცი მამუკა მდინარაძის დანიშვნა სუს-ის ხელმძღვანელად ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა კობახიძე, აღქმაში არის რომ კობახიძის ხაზია, კობახიძის ხაზი იყო ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე არის თავიდან ბოლომდე, ახლა რაღაცნაირად მოახერხა, სავარაუდოდ, გავიდა ბიძინა ივანიშვილის ხაზი, შესაბამისად კობახიძის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, მე ასე ვუყურებ. 

კობახიძის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო კორუმპირებული კალაძის დაყენება თბილისის მერად, მაშინ, როდესაც კობახიძემ დააპირა თავისი პოლიტიკური კაპიტალის აწყობა კორუფციაზე ბრძოლისთვის, ბიძინა ივანიშვილმა უყურა უყურა, ამ ადამიანმა რაღაცების აკრეფა დაიწყო, იქ ირიბად დაადანაშაულა ღარიბაშვილი, დაადანაშაულა ყოფილი სუს-ის ხელმძღვანელობა, დაადანაშაულა აჭარის ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელიც საბოლოო ჯამში ძლივს გადარჩა და დაიწყო აკრეფა, [ივანიშვილმა] უყურა უყურა უყურა, ადგა და 80% მერად დატოვა ისევ ის კორუმპირებული მერები. ფაქტობრივად კობახიძის პოლიტიკურ ზრდას, კაპიტალურ ზრდას ხელი შეუშალა," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.  

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.     

მსგავსი სიახლეები