"შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას რუსეთს ჩავაბარებთ, მჯერა რომ საქართველო არასოდეს ჩაბარდება" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
"შეგუება ნიშნავს, რომ ქვეყანას რუსეთს ჩავაბარებთ, მჯერა რომ საქართველო არასოდეს ჩაბარდება" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებისთვის ყადაღის დადება "რეპრესიული რეჟიმის ფორმაა".
ის რაც ხდება დღეს არასამთავრობოების მიმართ და ის ბრალდებები რაც არის წაყენებული, სრულიად აბსურდამდე მისული საბოტაჟი და რაღაცები, არც მინდა რომ გავიმეორო, არის მხოლოდ და მხოლოდ სწორედ რეპრესიული რეჟიმის ფორმა, რომელიც ვნახეთ ადრე რუსეთში.
ერთადერთი ის არის, რომ საქართველოში ეს ყველაფერი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში...
მე მგონი, რომ დღეს მოდის დრო საზოგადოებისთვის რომ მივხვდეთ, რომ შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არა მგონია საქართველო მზად იყოს იმისთვის, რომ საქართველო ჩაბარდეს. მე ეს რომ მჯეროდეს აქ არ ვიქნებოდი. მე მჯერა, რომ საქართველო არასდროს არ ჩაბარდება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე იმ პოლიტიკურ ძალებსაც მიმართა, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ.
არ შემიძლია არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას. სად ვართ, სად არის ქვეყანა? სად არის რაღაც საარჩევნო კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს არჩევნები რამეს შეცვლის და რამეს მიაღწევს. ჩვენი ამოცანა ქვეყნის მომავლის გადარჩენაა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.