"ოცნების" ანტიამერიკული რეჟიმი თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ რეპრესიას აძლიერებს - უილსონი 7 NGO-ს დაყადაღებაზე
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე არასამთავრობოების ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება:
ქართული ოცნების ანტიამერიკული რეჟიმი თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ რეპრესიას აძლიერებს იმის გამო, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქმის აღკვეთას ცდილობენ... MEGOBARI აქტი დაუყოვნებლივაა საჭირო - წერს ჯო უილსონი.
ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.