"ევროპარლამენტმა განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა" - იუკნევიჩიენე 7 NGO-ს დაყადაღებაზე

27.08.25 23:58
"ევროპარლამენტმა განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა" - იუკნევიჩიენე 7 NGO-ს დაყადაღებაზე

„ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

როგორც იუკნევიჩიენე აღნიშნავს, ევროპარლამენტმა განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა.

"ქართული ოცნება“ ამკაცრებს რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები ფიქტიური „საბოტაჟის“ საქმის ფარგლებში, იმის გამო, რომ ისინი მომიტინგეებს ელემენტარული დამცავი საშუალებებით ამარაგებდნენ. ევროპარლამენტმა განსაზღვრა, როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა. ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს“, – წერს იუკნევიჩიენე.

ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

მსგავსი სიახლეები