გუსტავ გოტბერგი: „კრემლის მიერ დაფინანსებული და პუტინის მხარდაჭერილი დემოკრატიის დევნა საქართველოში გრძელდება“

28.08.25 11:18
გუსტავ გოტბერგი: „კრემლის მიერ დაფინანსებული და პუტინის მხარდაჭერილი დემოკრატიის დევნა საქართველოში გრძელდება“

კრემლის მიერ დაფინანსებული და პუტინის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის დევნა საქართველოში გრძელდება, - ასე ეხმიანება შვედეთის პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გუსტავ გოტბერგი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას. მისი თქმით, ეს "უსამართლო, მიუღებელი და მხდალი" ნაბიჯი იყო. 

ყველას მზერა საქართველოზეა, - ამბობს გოტბერგი. 

კრემლის მიერ დაფინანსებული და პუტინის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის დევნა საქართველოში გრძელდება. დღეს 7 სამოქალაქო ორგანიზაციის ანგარიშები გაიყინა დემოკრატიული მოძრაობის დემონტაჟის განზრახ მცდელობის ფარგლებში. მიუღებელი, უსამართლო და მხდალი. ყველას მზერა საქართველოზეა, - აცხადებს გუსტავ გოტბერგი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. 

მსგავსი სიახლეები