დაყადაღებული ანგარიშები და ესკალაციის მოლოდინი - მესამე სექტორი მათ დაკავებებს არ გამორიცხავს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორი და უფლებადამცველები პოლიტიკურ რეპრესიად აფასებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანია ორგანიზაციების პარალიზება და პროტესტის ჩახშობა.
მესამე სექტორში არ გამორიცხავენ, რომ ვიტარება კიდევ უფრო ესკალირდეს. „სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ორგანიზაციების ოფისების ჩხრეკაც და მათი ხელმძღვანელეის დაკავებაც კი მოხდეს.
როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" ინტერესია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის გადაწყვეტილება დააჩქაროს და ეს საკითხი არჩევნებამდე გადაწყდეს, იმისთვის, რომ შემდეგში არჩევნები საკუთარი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს და ამ საკითხთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უკმაყოფილება დაასუსტოს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ სიტუაცია შეიძლება, ესკალირდეს. შესაძლოა, არსებობდეს ჩხრეკისა და გამოკითხვის პროცედურები, ორგანიზაციების ხელმძღვანელების, ოფისების ადგილას და რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული მიტაცებისა და სამართლის გაუქმების პირობებში, მძიმე პასუხისმგბელობების საკითხამდეც კი მივიდეს ეს ამბავი, - ამბობს თამთა მიქელაძე.
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩოვრებენ ჯერ ეროვნულ დონეზე, შემდეგ კი საერთაშორისო მექანიზმებსაც გამოიყენებენ.
მიზანი ამ რეპრესიების არის ის, რომ ორგანიზაციები გაჩერდნენ, მიზანი არის ის, რომ იმ ადამიანების უფლებების დაცვა ვეღარ მოხერხდეს, რომელსაც ჩვენ ვიცავდით, რომლებიც აქციის დროს იყვნენ დაზარალებულები. რაც შეეხება გასაჩივრებას, შიდა ეროვნულ დონეზე და შემდგომ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის უფლებადარღვევა, რომელსაც გავლენა არ აქვს მხოლოდ ორგანიზაციაზე, არამედ უამრავ სხვა პირზე, ვის უფლებებსაც ჩვენ ვიცავთ, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებისგან" არარაფერი მოულოდნელი და გასაკვირი. ნატროშვილიც ფიქრობს, რომ არასამტავრობო ორგანიზაციების ხელმძრვანელები შესაძლოა, დააკავონ.
ისეთ ეტაპზეა გადასული უკვე "ქართული ოცნების" ავტორტარული ხელისუფლება და რეჟიმი, რომ არაფერია გამორიცხული. ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ჰქონდა ადგილი, მიუსაჯეს არაერთს უსამართლოდ და რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი ჩვენს შემთხვევაში.
გავასაჩივრებთ ამ მოსამართლის გადაწყვეტილებას ყადაღასთან დაკავშირებით. ასევე, როდესაც ამოვწურავთ ამ მექანიზმებს, მივმართავთ სტრასბურგის სასმართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დანარჩენს შევხედავთ, პროკურატურა რა ნაბიჯებსაც გადმოდგამს, იმის მიხედვით ვეცდებით, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
- არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.