გიგი გიგიაძე: არასამთავრობოების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მათ გაქრობას ემსახურება

28.08.25 13:31
გიგი გიგიაძე: არასამთავრობოების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მათ გაქრობას ემსახურება

არასამთავრობოების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მათ გაქრობას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი ხმა მაქსიმალურად შეიზღუდოს და პროცესებში მათი მონაწილეობა აკრძალოს.

გიგიაძის განცხადებით, „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ იმ სახით შევა ძალაში, რა სახითაც არის შემუშავებული, რაც გამოიწვევს იმ პირების იდენტიფიცირებასა და სანქცირებას, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობას ზღუდავს.

რასაკვირველია, ეს მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საბოლოო ჯამში, მაქსიმალურად შემცირდეს, მაქსიმალურად შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაქრეს სამოქალაქო საზოგადოების რაიმე სახის თავისუფალი ხმა და ჩვენი მონაწილეობა პროცესებში მაქსიმალურად აკრძალონ.

მეგობარი აქტი არის დღს წესრიგში, როგორც ჩვენ ვიცით. ვფიქრობ, რომ ის საბოლოო ჯამში, გავა იმ სახით, რა სახითაც არის შემუშავებული, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება და მათი სანქცირება, ვინც ახლა ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ვინც ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, - ამბობს გიგი გიგიაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. 

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები