ნინო დოლიძე: პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია - "ოცნების" მიზანია NGO-ები გააჩუმოს და ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამკვიდროს
"პროკურატურის ბრალდებები აბსურდულია" - ასე აფასებს "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე არასამთავრობოების წინააღმდეგდ აწყებულ გამოძიებას. მისი თქმით, ორგანიზაციები მხოლოდ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს და იცავდნენ ადამიანის უფლებებს.
დოლიძის შეფასებით, ხელისუფლების მიზანია NGO-ები აღარ ამხელდნენ კორუფციას და აღარ ისაუბრონ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რაც საბოლოოდ, ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრებას ემსახურება.
პროკურატურის წერილში რასაც ვკითხულობთ, ბრალდებებს, რა თქმა უნდა, არის აბსურდული. ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ერთადერთი, იყოს ის, რომ ვუწევდით უფასო იურიდიულ დახმარებას ადამიანებს, რომლებიც იყვნენ უკანონოდ დაკავებულები, ვიცავდით ადამიანის უფლებებს. ამ საქმიანობას ადრეც ვაკეთებდით, ახლაც და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს არის ძალაინ ცუდი ნაბიჯი მაშინ, როდესაც ევროკავშირთან დაკავშირებით ისმის უკვე საუბრები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და როდესაც "ქართული ოცნება", პირიქით, უნდა დგამდეს ნაბიჯებს საქართველოს დაბრუნებისკენ დემოკრატიის და ევროპულ გზაზე, კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს დგამენ, რაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს ჩვენს ქვეყანას საბოლოო ჯამში. ამიტომ, ცუდია დროც, როცა ეს შეარჩიეს, ქმედება ძალიან ცუდია და ბრალდებები აბსურდული და მიმართულია მხოლოდ ერთისკენ, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ მუშაობდნენ, აღარ ამხელდნენ მათ კორუფციას, აღარ საუბრობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე და რომ დამყარდეს ქვეყანაში ავტორიტარიზმი, - ამბობს ნინო დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
- არასამთავრობო ორგანიზაციებს 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.