"4 ოქტომბერს ყველას ნიღაბი აეხსნება და შერცხვებათ" - პასუხი "ოცნების" მუქარას

28.08.25 17:22
"4 ოქტომბერს ყველას ნიღაბი აეხსნება და შერცხვებათ" - პასუხი "ოცნების" მუქარას

"4 ოქტომბერს ყველას ნიღაბი აეხსნება და შერცხვებათ" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" მუქარას 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე.

  • ცნობისთვის, "ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე ოთხ ოქტომბერს მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებს და ოპოზიციას ემუქრება.

ბურჭულაძე ამბობს, რომ "ოცნებას" მხოლოდ ისღა დარჩა, რომ ხალხის წინააღმდეგ "ტიტუშკები" გამოიყვანოს, რადგან მისი თქმით, ივანიშვილის გუნდში იმდენად არის რღვევა დაწყებული, რომ უკვე პოლიციელებიც კი აღარ ემორჩილებიან. 

რა უნდა ვთქვა, ალბათ ეს ბუნებრივია, "ოცნებაში" მხოლოდ ის დარჩათ, რომ ხალხი გამოიყვანონ და "ტიტუშკები" დაგვიპირისპირონ, იმიტომ, რომ პოლიციელები ჩვენ თითქმის ყოველდღე გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენთან წინააღმდეგობას არ გაწევენ. სისტემა ჩამოშლილია, ამიტომ უნდა მოვიშოროთ ეს მავნებელი "ოცნება". ესენი ალბათ ჩააცმევენ ნიღბებს თავიანთ თანამშრომლებს და გამოიყვანენ... იცოდეთ, ყველას ნიღაბი აეხსნება და სახე გამოჩნდება ტელევიზიით, თქვენი ტელევიზიით და ყველას შერცხვება, ან პასუხს აგებენ. ასე რომ  ჩვენ არაფრის არა გვეშინია. ხალხს ამოუვიდა ყელში "ქართული ოცნება". 4 ოქტომბერს ჩვენ მათ ვისტუმრებთ. ეს არის ისტორიული დღე საქართველოს ისტორიაში", - აცახდებს პაატა ბურჭულაძე. 

დიტო სამსახრაძისგან მსგავსი მუქარა არ უკვირს პოლიტიკოს გიორგი მუმლაძეს  -" ეგ მოძალადე, ნაძირალა რუსზე, რომელიც ტიტუშკებს აორგანიზებდა და სახლებთან გვახვედრებდა"

ბიძინას რუსული რეჟიმი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა. ამიტომ, ისინი ცდილობენ, რომ შექმნან ილუზია, თიტქოს არიან ძლიერები, რამეს დააორგანიზებენ. ვერაფერსაც ვერ დააორგანიზებენ. 4 ოქტომბერს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ამ სიმრავლის ეშინიათ. ცდილობენ მათ მომხრეებს დაანახონ, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ოპონენტები დასაჯონ, მათ შორის ახლა ვისზეა საუბარი, დიტო სამხარაძეზე - მოძალადე, ნაძირალა რუსზე, რომელიც ტიტუშკებს აორგანიზებდა და სახლებთან გვახვედრებდა", - აცხადებს გიორგი მუმლაძე. 

დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს: 4 ოქტომბერს, როდესაც ოცნება მისი ამომრჩევლის აბსოლუტურ მობილიზებას მოახდენს, თუ რამე განიზრახეს, ვერავინ უშველით! ხალხი გაგარჭობთ თქვენ ევროპელ პატრონებს! გაფრთხილებაა ქვეშაფსია დეგენერატებო და ჭკუას მოუხმეთ! ნამეტნავად აცუნდრუკულები ხართ და… 

მსგავსი სიახლეები