ბოკუჩავა: ის რომ სტივენ დაუთი ივანიშვილის რეჟიმის არცერთ წევრს არ შეხვედრია არის დასტური, რომ რეჟიმი იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში

28.08.25 17:51
ბოკუჩავა: ის რომ სტივენ დაუთი ივანიშვილის რეჟიმის არცერთ წევრს არ შეხვედრია არის დასტური, რომ რეჟიმი იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში

"ის რომ სტივენ დაუთი ივანიშვილის რეჟიმის არცერთ წევრს არ შეხვედრია, არის დასტური იმის, რომ რეჟიმი იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და ბრიტანელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. 

თინა ბოკუჩავას თქმით, "ოცნების" რეჟიმის პირობებში საქართველოც დგას საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე. 

ის რომ სტივენ დაუთი, ბრიტანეთის მინისტრი ევროპულ საკითხებში იმყოფებოდა საქართველოში და ივანიშვილის რეჟიმის არცერთ წევრს არ შეხვედრია არის დასტური იმის, რომ რეჟიმი იმყოფება საერთაშორისო იზოლაციაში და ბუნებრივია, ეს მათ შორის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების საერთო ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ამავდროულად თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველო დგას იზოლაციის საფრთხის პირისპირ. მაშინ, როდესაც განსაკუთრებული ინტერესია ჩვენს რეგიონზე, მათ შორის, აზერბაიჯანი სომხეთზე და ამას ადასტურებს მინისტრის ვიზიტი ამ ქვეყნებში, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივა სამშვიდობო შეთანხმებაზე. 

ამიტომ ჩვენ გვაქვს შანსი ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების პირობებში, ძალიან მალე გავხდეთ დიდი, სამშვიდობო  უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩოს ნაწილი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

სტივენ დაუთი საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა. ქვეყანაში ის ტრანზიტულად იმყოფებოდა, რადგან მას სამხრეთ კავკასიური ტურნე აქვს. 

ის ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები