4 ოქტომბრის მასშტაბურ აქციას "ოცნება" კონტრაქციით ემუქრება - ოპოზიცია ივანიშვილის გუნდის შიშებზე საუბრობს
სისტემური რღვევის გამოძახილი - 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ოცნება კონტრაქციით ემუქრება. დიტო სამხარაძის მუქარით, ლევან ხაბეიშვილისთვის დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" შეშინებულია, სისტემა კი იშლება.
ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციისთვის ემზადებიან ფიქრობენ, რომ სისუსტისა და სისტემური რღვევის გადმოძახილია სამხარაძის მუქარა. მიუხედავად "ოცნების" მხრიდან კონტრაქციისა და ძალადობრივი მუქარისა ხაბეიშვილი თვლის, რომ ნიღბიანების უკან იქნებიან არა გდდ ან პოლიცია, არამედ ის ხალხი, ვინც ვალშია "ოცნებასთან", სხვადასხვა ფინანსური სარგებლის მიღების გამო.
აქციის მონაწილეები პირობას დებენ, რომ ნიღბები მოიხსნება და მთელი ქვეყანა გაიგებს, ვინ წავიდა საკუთარი ხალხის ნებისა და საკუთარი ქვეყნის თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ. ის ვინც ფართომასშტაბიან აქციას აორგანიზებს "პირველებს" უყვება, რომ "ოცნების" რიგებში დიდი არეულობაა.