ახალი ხნულები ხურვალეთთან - ოკუპანტები ავტობანისკენ მიიწევენ

12.10.21 17:30
ახალი ხნულები ხურვალეთთან - ოკუპანტები ავტობანისკენ მიიწევენ

ოკუპანტები ავტობანისკენ მოიწევენ. ხანძრის საწინააღმდეგო ხნულები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან დაახლოებით ათ მეტრში გაავლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტებმა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.  ხნულების სიგრძე რამდენიმე კილომეტრია და მას ცენტრალურ მაგისტრალამდე 500 მეტრი აშორებს. 

შემთხვევის ადგილთან ახლოს სოფელ ყარაფილას მცხოვრებლებს სასოფლო სავარგულები აქვს, თუმცა მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწების დამუშავების ოკუპანტების თარეშის გამო ვეღარ ახერხებს.

რუსი ოკუპანტების უკანონო ქმედებას "ქართული ოცნების" ხელისუფლება უწინდებურად ხელს ვერ უშლის. 

მსგავსი სიახლეები