თინა ბოკუჩავა 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ

28.08.25 21:42
თინა ბოკუჩავა 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ

"ბავშვების მაწყევარ პოლიტიკოსთან არაფერი მექნება საერთო," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს

თინა ბოკუჩავა 8 პარტიას მიმართავს და მოუწოდებს მიიღონ გადაწყვეტილება განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის შესახებ. 

მტკიცედ მწამს, რომ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ, სიძულვილს სიძულვილით, ამორალობას ამორალობით. 

ივანიშვილის გახრწნილ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მას თუ დავემსგავსეთ სიძულვილში, ამორალობაში, ბოროტებაში, აუცილებლად დავმარცხდებით. 

მე არ მჯერა პოლიტიკის ეთიკური ნორმების გარეშე, არც გამარჯვების მჯერა, რომელიც დაცლილია მორალისგან. მიზანი არ და ვერ ამართლებს საშუალებას, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მათ კეთილდღეობას, მათ უსაფრთოხებას, მათ ბედნიერებას. 

რა განასხვავებს იმ ადამიანს ივანიშვილისგან, რომელიც ჩვენს შვილებს იჭერს, ცემს, აწამებს, წამლავს, აშინებს, ვინც თავადაც ივანიშვილის მსგავსად უდანაშაულო მცირეწლოვან ბავშვს ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს? ვისაც შეუძლია ბავშვს აგინოს, დაწყევლოს? ეს ყოვლად დაუშვებელია და სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ თუ ადამიანურ მორალს. 

ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო. 

მივმართავ რვა პარტიის ფორმატში მყოფ ყველა სხვა პარტიას, რომლებიც გავერთიანდით 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის წინააღმდეგ, ერთობლივად მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში ამ განცხადების ავტორის რვიანთან ურთიერთობის დასრულების შესახებ," - წერს თინა ბოკუჩავა. 

ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა. მან საპასუხო კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ასევე სოციალურ ქსელში დაწერა: 

რეჟიმის გამპრავებლებს მოგმართავთ: 

თქვენ, თქვენმა შვილებმა, თქვენმა შვილიშვილებმა, ყველამ, ვინც თქვენ გიყვართ, იარეთ იმ სიმართლით, რომ ოპოზიციის, ან ევროკავშირის ბრალია უვიზოს შეწყვეტა და არა პირადად ბიძინა ივანიშვილის.

მსგავსი სიახლეები