"როცა საერთო საქმეში ხარ, მეტად უნდა დაფიქრდე რას წერ, რადგან ამით აზიანებ მთლიან პროცესს, ვისაც არ ესმის, ვერ ვიქნები მასთან" - სანიკიძე

28.08.25 22:03
"როცა საერთო საქმეში ხარ, მეტად უნდა დაფიქრდე რას წერ, რადგან ამით აზიანებ მთლიან პროცესს, ვისაც არ ესმის, ვერ ვიქნები მასთან" - სანიკიძე

"როცა საერთო საქმეში ხარ, მეტად უნდა დაფიქრდე რას წერ, რადგან ამით აზიანებ მთლიან პროცესს, ვისაც არ ესმის, ვერ ვიქნები მასთან" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "პოლიტიკაში არსებობს საზღვრები, რომლის გადაკვეთაც უბრალოდ არ შეიძლება". 

უმნიშვნელოვანესი სექტემბერი და ოქტომბერი მოდის - საზოგადოების დიდ ნაწილში გამარჯვების იმედი ბრუნდება და ნებისმიერი სახის არათუ პოლიტიკური, არამედ ფსკერი მორალური ობსტრუქცია, რომელიც ოპოზიციას თავს უხდის სამართლებლად არის უკიდურესად მავნე საქმე.

გასაგებია, რომ კომპრომისები ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია - საერთო საქმის გამო ბევრი პერსონალურად მიუღებელი ადამიანი უნდა ავიტანოთ, ბევრი პერსონალური წყენა უნდა გადავხარშოთ, რომელსაც სხვა პირობებში არ ავიტანდით, მაგრამ თუ საერთო საქმეს და გამარჯვებას ასე სჭირდება უნდა აიტანო.

აი, მორალური კომპრომისები? არა, ახლა მორალური კომპრომისების დრო არაა.

პოლიტიკაში არსებობს საზღვრები, რომლის გადაკვეთაც უბრალოდ არ შეიძლება, მითუმეტეს ასეთ გადამწყვეტ მომენტში.

როცა საერთო საქმეში ხარ, რაღაცას ერთად წარმოადგენ ასჯერ უფრო მეტად უნდა დაფიქრდე რას წერ, როგორ წერ და ვის წერ, რადგან ამით აზიანებ მთლიანად პროცესს. ვისაც ეს არ ესმის, ვერ ვიქნები მასთან.

ვიცი რომ ხალხს უნდა ერთიანობა და მეც მინდა ერთიანობა, მაგრამ ე.წ. რვიანის ფორმატში ჩემთვის, ჩვენი პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობისთვის, ჯანსაღი ადამიანებისთვის, გენერალური გადაწყვეტილების მიღების გარეშე ჩემთვის იქ ოპერირება უკვე წარმოუდგენელია.

მე არ ვეძებ პოლიტიკაში ანგელოზებს, არც მღვდელი ვარ ვინმეს ცოდვები ვისმინო, ან შევუნდო, მაგრამ ყოფნა/არყოფნის საკითხის დაყენება, ჩემი აზრით, ნამდვილად მორალურად გამართლებული მგონია.

პ.ს. ეგეთი რამ რომ გავაკეთო პირდაპირ გეუბნებით: დაუყოვნებლივ დავტოვებ პარტიას და ნებისმიერ ოპოზიციურ ფორმატს. ეს არის ჩემი სტანდარტი," - წერს ლევან სანიკიძე. 

ცნობისთვის, მანამდე თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: 

რეჟიმის გამპრავებლებს მოგმართავთ: 

თქვენ, თქვენმა შვილებმა, თქვენმა შვილიშვილებმა, ყველამ, ვინც თქვენ გიყვართ, იარეთ იმ სიმართლით, რომ ოპოზიციის, ან ევროკავშირის ბრალია უვიზოს შეწყვეტა და არა პირადად ბიძინა ივანიშვილის.

იხილეთ ასევე: