ოპოზიციას პარლამენტში ლილუაშვილის დაბარებით პოლიტიკური შოუს დადგმა სურს - შალვა პაუაშვილი

12.10.21 18:04
ოპოზიციას პარლამენტში ლილუაშვილის დაბარებით პოლიტიკური შოუს დადგმა სურს - შალვა პაუაშვილი

ფარული მოსმენების სკანდალზე ,,ქართული ოცნება" გამოძიების დასრულებას ელოდება და პარლამენტში სუს-ის უფროსის დაბარებაში ამ ეტაპზე აზრს ვერ ხედავს. მმართველი გუნდი ოპოზიციას პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. 

,,ოცნების" პრეს-სპიკერის განმარტებით, ოპოზიცია პოლიტიკური შოუს დადგმას ცდილობს.

მიმდინარეობს გამოძიება, გარკვეული პირველადი შედეგები უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდეს. პრობლემა არ არის იმაში, რომ გვქონდეს დისკუსია, პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს ოპონენტებს, მათ ნაწილს ამ დისკუსიისგან პოლიტიკური შოუს დადგმა სურთ. რაც რა თქმა უნდა, პარლამენტმა უნდა აირიდოს - ამბობს შალვა პაუაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები