შეუსრულებელი დათქმები და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე - როგორი იქნება ბრიუსელის პასუხი
რა პასუხს გასცემს ევროკავშირი "ქართულ ოცნებას"? - ევროპელი ლიდერები არაფორმალური შეკრებისთვის ემზადებიან. საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება ხვალ, დანიაშია დაგეგმილი.
ოფიციალურად საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ აქვთ, მაგრამ არის მოლოდინი, რომ საუბარი ჩვენს ქვეყანასაც შეეხება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა კვირას, 31აგვისტოს იწურება. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეტა სამინისტროს ევროკომისიაში ამ დრომდე არ გადაუგზანია ანგარიში იმის შესახებ, რომელიც მოთხოვნები შეასრულა 8 პუნქტიდან.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის არცერთი რეომენდაცია არ შეასსრულა, ამიტომ მოლოდინი იმის, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, რეალურია.
ვადა იწურება. ამაზე ბრიუსელს აუცილებლად ექნება რეაქცია, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, გადაწყდება უკვე იმ შეხვედრის დროს, როცა არაფორმალურ რეჟიმში შეხვდებიან ერთამენთს ევროკავშირის წევრი ქვეყნები. როდესაც ისინი შეხვდებიან, ამას ნამდვილად განიხილავენ და უკვე უნდა დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებებს მათი მხრიდან თუ რა დასკვნას მიიღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ეს დათქმები ნამდვილად არ შეასრულა. პირველ რიგში, რომ გადაწყდეს, რომ ქვეყანამ არ შეასრულა დათქმები და ამიტომ ქვეყანას გაუუუქმდება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება ყველა წევრის თანხმობა. ეს მიიღება უმრავლესობის მხარდაჭერით.
მოლოდინებია, რომ ეს წავიდეს წინ და საქართველოს შუწყდეს უვიზო მიმოსვლა. ზუსტად იმის საფუძველზე, რომ დიდხმა ქვეყნებმა ამაზე არაერთხელ გააკეთეს განცხადება, - ამბობს ექსპერტი.
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო, ამიტომ ვიქტორ ორბანი ამ სანქციის დაბლოკვას ვერ მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური დიალოგი.