"რა მამუკასთან (მდინარაძე) საუბარი იყო, არ იყო?" - ვოლსკი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე

29.08.25 15:37
"რა მამუკასთან (მდინარაძე) საუბარი იყო, არ იყო?" - ვოლსკი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე

თორნიკე რიჟვაძის საქმე - "ოცნებაში" საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ოპოზიციაზე თავდასხმებით პასუხობენ. გია ვოლსკის იერიში ლევან ხაბეიშვილზე მიაქვს და ამტკიცებს, რომ ის, რასაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, "ბნელი ქვესკნელიდან ამოძახილია". 

"რა მამუკასთან (მდინარაძე) საუბარი იყო, არ იყო?რა ბურუსით მოსული სურათის დახატვა უნდათ?" - აცხადებს ვოლსკი. 

ეს არ არის ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ. ლევან ხაბეიშვილები არიან ყველანი, თავის ინტელექტით, თქვის დამოკიდებულებით და ადამიანობით იმ ტრაგედიის მიმართ, რაც დაემართა ამ შემთხვევაში თორნიკე რიჟვაძეს. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ნათელი მოეფინება. გამოძიება იქნება და თავის სიტყვას იტყვის. რა მამუკასთან (მდინარაძე) საუბარი იყო, არ იყო? რა ბურუსით მოსული სურათის დახატვა უნდათ? უზნეობის პიკს მიაღწიეს და იმის იქით უკვე გზა აღარ არის, ქვესკნელიდან ამოძახილია, ბნელი ქვესკნელიდან რაღაცას რომ ამოიძახებ და საზოგადოებაში გინდა გადმოანთხიო ის ღვარძლი და ბოროტება, რაც შენს გულში და გონებაში არსებობს", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

რა თქვა დღეს ლევან ხაბეიშვილმა: 

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

  • საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები