ბოკუჩავა ჩერგოლეიშვილის წინააღმდეგ - დაიშლება თუ არა პოლიტიკური რვიანი?
"ნაციონალური მოძრაობა" თამარ ჩერგოლეიშვილის 8-იანიდან გარიცხვას ითხოვს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილთან და მის პარტიასთან ერთად საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე საკუთარ თავს ვერ ხედავს.
ფედერალისტების ლიდერმა „ონ.ჯის“ ფეისბუქგვერდზე მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას თავდაპირველად შვილების წყევლით, შემდეგ კი არასრულწლოვანთა უხამსი ფორმულირებებით უპასუხა. მოგვიანებით ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა, თუმცა მისი აზრით, ბოკუჩავა ამ ფაქტს პოლიტიკური ქულებისთვის იყენებს.
ჩერგოლეიშვილის შეფასებით, მისმა ქმედებამ ზღვარი ნამდვილად გადაკვეთა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ბოდიში მალევე მოიხადა.
ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებული პოზიციებია: ყველა მხარე გმობს ჩერგოლეიშვილის ქმედებას, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა პარტიები ფიქრობენ, რომ ამის გამო მისი გარიცხვა „რვიანის“ ფორმატიდან საჭირო არ არის.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.