მძიმე პასუხის მოლოდინში – დანიაში ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, საქართველოს შესახებ იმსჯელებენ
რამდენიმე საათში დანიაში დაიწყება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. თემა ოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ევროკავშირის პირველი დიპლომატების ყურადღების მიღმა ეს თემა არ დარჩება.
კვირას იწურება ვადა, რომელიც ბრიუსელმა „ქართულ ოცნებას“ დაუსვა: თუ მმართველი პარტია არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და არ გააუქმებს რეპრესიულ კანონებს, საფრთხე შეექმნება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.
ხვალ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადდება - სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება, როგორც ვარაუდობენ, 5 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე განისაზღვრება.
ექსპერტების შეფასებით, თუ ევროკომისია დაადგენს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 8 მოთხოვნიდან ვერცერთი შეასრულა, ბრიუსელმა შესაძლოა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია 9 თვით შეაჩეროს. მიზეზად სახელდება პოლიტპატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონების მოქმედება და რეპრესიების გაგრძელება.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.