რიჟვაძის საქმის გარშემო კითხვები ისევ პასუხგაუცემელია - რატომ დუმს გამოძიება
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე „ქართული ოცნების“ გუნდი უკვე 47 დღეა დუმს. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, ხელისუფლება თავს არიდებს პასუხის გაცემას მთავარ კითხვაზე – თუ რიჟვაძე თვითმკვლელობას ცდილობდა, რატომ არ ასაჯაროებენ ალეკო ახვლედიანის სახლის ეზოში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებს, სადაც პროკურატურის მტკიცებით, ჩანს, რომ რიჟვაძე თავად იღებს იარაღს და სახლისკენ მიემართება.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თავს იკლავდა, თუმცა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სროლის ტრაექტორიას დაადგენს. „ყველა ვადა ამოიწურა,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ხელისუფლების დუმილს საქმის ჩაფარცხვად აფასებს.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ობიექტური გამოძიების მოლოდინი საერთოდ არ არსებობს და, მათი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს საქმიდან ყურადღების გადასატანად.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.