ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია - გიული ალასანია

13.10.21 00:44
 ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასნია, ამბობს, რომ "მის შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია". 

ბევრი საუბრობს ამდენი შეცდომებიო, მე პირადად, რასაც ვუყურებ, ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, დარწმუნებული ვარ ამაში. საკმარი განათლება მაქვს და ანალიზის უნარი, რომ შევაფასო. ეს იყო თავდადება, შრომა, არა მარტო მისი, ასევე მისი გარემოცვა და ჩვენც, ოჯახის წევრებიც. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, არ ვიცი რა შეცდომებზეა ლაპარაკი. თუ ვინმე უკანონოდ კარგავდა სამსახურს, ეს, ალბათ, ქვედა დონეზე, არა მგონია, ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო. ჩემს შვილს ყველაფერი კარგი უნდოდა"- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები