საქართველოს საკითხი ევროკავშირში - ბრიუსელი "ოცნების" საბოლოო პასუხს ელოდება
დრო იწურება - ხვალ, 31 აგვისტოს ბრიუსელი "ქართული ოცნების" საბოლო პასუხს ელოდება. ივანიშვილის გუნდმა უნდა თქვას, რა გააკეთეს რვა პირობის შესასრულებლად და იმისთვის, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ დააკარგინონ.
პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, იმ ფონზე როდესაც ევრკავშირს საქართველოდან სულ ნეგატიური ამბები ესმის,ა რ არის გამორიცხული ქვეყანის ვიზალიბერალიზაცია მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუმცა ვალერი ჩეჩელაშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მიმართ ამ გადაწყვეტილებას ხახლის გამო არ მიიღებენ - "თუ ასე მოხდა, ეს იქნება საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის დამსახურება და არანაირად "ქართული ოცნების".
ადრე ვწუხდით იმაზე, რომ ჩვენ ნაკლებად ვახსოვდით ევროპაში და ჩვენზე არ მსჯელობდნენ, და ახლა იმის გვეშინია, რომ ჩვენი საკითხის ირგვლივ მსჯელობა დაიწყოს, იმიტომ, რომ არაფერს კარგს ჩვენ აქედან არ მოველით. ჩვენ ჩამოვცილდით ევროინტეგრაციის პროცესს, ტრიო დაიშალა, ფაქტობრივად აღარ არსებობს, იყო დრო, როცა ამ ტრიოში ჩვენ ლიდერებად მოვიაზრებოდით და ახლა ჩვენ ველით რაღაც გადაწყვეტილებებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. მათ ესმით საქართველოსთან დაკავშირებით სულ ნეგატიური ახალი ამბები, ამას ემატება რაღაც კრიმინალური ამბები, სადაც სამწუხაროდ, სადაც ასევე ჩვენ ვერ გამოვიყურებით ძალიან კარგად, ამიტომ, ამის საფუძველზე, ის, რომ მოიძებნოს 27 ქვეყნიდან 15, რომელიც მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, იმ პირობით თუ იქ 60% ევროკავშირის მოსახლეობის ცხოვრობს, ეს სავსებით რეალურია. უფრო იმისკენ ვიხრები, რომ ამ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს მიმართ არ მიიღებენ. თუ ასე მოხდა, ეს იქნება საქართველოს საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის დამსახურება და არანაირად "ქართული ოცნების".- აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.
გია ხუხაშვილის თქმით, სამწუხაროდ არ არსებოსბ სიეთი მექანიზმი, რომ მხოლოდ "ოცნების" მარალჩინოსნებს შეუჩერდეთ უვიზო მიმოსვლა, ეს აისახება ხალხზეც, ამიტომ ეს ყველაფერი სახელმწიფოზეც აისახება.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სახელმწიფოზეც აისახება. ეს მარტო ხელისუფლების პრობლემა არ არის. კი ცდილობს იგივე ოპოზიციაც რომ გაყოს ხელისუფლების და სახელმწიფოს პრობლემები, მაგრამ ეს არგამოვა, იგივე უვიზო რეჟიმთან მიმართებაში - არის მცდელობა, ის დაასანქცირე და ხალხი არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი მექანიზმები ასე არ მუშაობს. ასე, რომ კარგს არაფერს არ ველოდები. ამოწურვის შემდეგ რაღაც პერიოდი დასჭირდება უკვე კონკრეტული მექანიზმების ჩართვაზე გადაწყვეტილების მიღებას", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
"ქართული ოცნებისთვის" მიცემული ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი დღეა დარჩენილი.
ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ემუქრება - "ოცნებას" ბრიუსელმა ვადა 31 აგვისტომდე მისცა.