"29 მილიონი გადაიხადეს სასწრაფოს მანქანებში, მაგრამ მათი გამოყენება არ ხდება" - "ძლიერი საქართველო" "ოცნების" სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

30.08.25 13:45
"29 მილიონი გადაიხადეს სასწრაფოს მანქანებში, მაგრამ მათი გამოყენება არ ხდება" - "ძლიერი საქართველო" "ოცნების" სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს

"ძლიერი საქართველო" "ოცნების" სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს - როგორც კოალციის ლიდერებმა, ვატო სურგულაძემ და გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადეს, ივანიშვილის გუნდმა 29 მილიონ ლარად სასწრაფოს დახმარების 120 მანქანა იყიდა, თუმცა უმეტესი ნაწილი უფუნქციოდ დგას და ჟანგდება.

როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, "ოცნებამ" შესყიდვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ აღნიშნული მანქანები საქართველოს სიტუაციებისთვის შესაბამისი არ იყო.

უკვე ორი წელიწადია ეს მანქანები დგას აქ. იმ მომენტში როცა საქართველოში რეალური პრობლემაა სასწრაფო დახმარების მანქანებით უზრუნველყოფა, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ისეთი შესყიდვა მოხდა, საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა და აღმოჩნდა რომ კონდინციური ეს მანქანები არ არის და სჭირდებათ შესაბამისი გადაკეთება. დაიწყეს გადაკეთება და შემდეგ მიხვდნენ, რომ საკმაოდ ხარჯიანი მანქანებია და საკმაოდ დიდი რაოდენობა საწვავს მოიხმარენ და არ არის შესაბამისაობა თბილისის და საქართველოს სიტუაციებისთვის. რა ხდება? ხდება ის, რომ არაპროფესიონალები მართავენ სისტემას. სასწრაფო არ არის მხოლოდ ტელეფონი მანქანა და ექიმი, ეს საკმაოდ რთული სისტემაა და ამას ცოდნა სჭირდება. როდესაც სასწრაფოს მართავენ ისეთი ადამიანები, რომლებცი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საკითხში, როდესაც ნარკოლოგიას მართავს გინეკოლოგი და არა ფსიქოლოგი-ნარკოლგი, ეს არის საქართველსო პრობლემა. შეხედეთ, გვჭირდება სასწრაფოები, მანქანები ნაყიდია, მაგრამ მათი გამოყენება ორი წელიწადია არ ხდება"- თქვა ვატო სურგულაძემ.  

გრიგოლ გეგელიას თქმით, ბატონი კუტიბაშვილი, რომელიც ამ შესყიდვის უფლებამოსილი პირი იყო, იმის ნაცვლად რომ არამიზნობრივად გაფლანგული მილიონების გამო ვინმეს მისთვის პასუხი მოეთხოვა, ქალაქის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

„ორი წელია, რაც სახელმწიფომ თქვენი ჯიბიდან 29 მილიონი გადაიხადა ამ მანქანების ყიდვაში, რომელიც აქ უქმად დგას და ჟანგდება. ის „ქოცურმა“ უნიჭობამ და არაკომპეტენტურობამ ვერ გადააკეთა ადეკვატურად და ვერ ჩააყენა თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანდაცვის სამსახურში. 120-ზე მეტი მანქანა იყიდეს, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი დგას აქ და ჟანგდება, ეს არის „ქოცური“ არაკომპეტენტურობის, უნიჭობის, ტოტალური კორუფციული ჭაობის გამოხატულება, რაშიც წლების განმავლობაში ჩაგვძირეს და რომლის შედეგადაც თქვენი ჯიბიდან, თქვენი შვილების ჯიბიდან, ჩვენი ხანდაზმული საზოგადოების ჯიბიდან მილიონები არამიზნობრივად იფლანგება და მილიონები ხმარდება „ქოცური“ იდიოტიზმის დაფინანსებას. ბატონი კუტიბაშვილი, რომელიც ამ შესყიდვის უფლებამოსილი პირი იყო, ძალიან მალევე გადაიყვანეს ქალაქის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, კიდევ ერთ მორიგ, თბილ პოზიციაზე, მისთვის არავის მოუთხოვია პასუხი ამ არამიზნობრივ ხარჯთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება, არანაირი საქმე არ არის, თუ სად წავიდა 29 მილიონი თქვენი ჯიბიდან, რატომ არ ემსახურება ათობით მანქანა თქვენი ჯანმრთელობის გადარჩენას, თქვენს უკეთ ყოფნას.

„ქოცური“ კორუფცია უნდა დასრულდეს, რადგან ეს ანტიქართული, ანტიადამიანური, ანტისოციალური ფენომენია, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახების, ჩვენი ჯანდაცვის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაუყოვნებლივ, აქ და ახლა ჩვენი ქართული სახელმწიფო, ეს ქალაქი, ყველა დიდი ქალაქი და დავუბრუნოთ საღი აზრი, გამჭვირვალობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა გეგელიამ.

მსგავსი სიახლეები