სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულმა ჩინეთმა "ქართული ოცნება" გამარჯვების აღლუმზე არ დაპატიჟა
სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებულმა ჩინეთმა "ქართული ოცნება" გამარჯვების აღლუმზე არ დაპატიჟა. ჩინეთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას არც ირაკლი კობახიძე დაესწრება და არც რომელიმე მისი თანაგუნდელი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტაციაშიც ადასტურებენ.
გავრცელებული ინფრომაციით, პეკინში ღონისძიებას 26 ქვეყნის პირველი დაესწრება. მათ შორის სი ძინ პინმა მიიწვია ჩვენი მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები, თუმცა კობახიძისთვისს ერთი სკამიც ვერ გამონახა.
ოპოზიიციისთვის ეს ფაქტი მოწმობს, რომ აშშ-ს და ევროპის საპირწონედ შემოთავაზებული ჩინეთი თავად არ აღიქვამს "ოცნებას" რაიმე მნიშვნელობის ხელისუფლებად და სწორედ ამიტომ არ მიიწვიეს ღონისძიებაზე.
"ქართული ოცნება" ერთი მხრივ გვაკარგინებს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს, მეორე მხრივ, ვითომ სხვა პარტნიორებს გვთავაზობს, რომელიც თან ვერ იქნებიან საპირწონე აშშ-ის და ევროპული კავშირისა და ამ პარტნიორების პოვნაშიც არის, რეალურად ძალიან სუსტი. ის პარტნიორები რეალურად "ქართულ ოცნებას" არაფერში პარტნიორებად არ ცნობენ. ჩინეთი არის ამის კარგი მაგალითი - აი მაგალითად, აფხაზეთზე რალურად არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისე რომ ჩვენ ვაღიარეთ ერთი ჩინეთის პოლიტიკა, არ იწვევს "ოცნებას" მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ დღეზე, მაგრამ ქოცები აცხადებენ მას სტრატეგიულ პარტნიორად. ანუ, გამოდის რომ ქოცები ცდილობენ, რომ ვიღაცები წარმოგვიჩნონ სტრატეგიულ პარტნიორებად, თან დასავლეთის საპირწონედ, მაგრამ ეს მესამე მხარეები თვითონ არ უყურებენ ქოცებს რაიმე მნიშვნელობის ხელისუფლებას"- აცხადებს"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია
ჩინეთში ტარდება დიდი შეხვედრა გამარჯვებასთან დაკავშირებით, ასე ქვია ამ შეხვედრას და "ქართული ოცნება" იქ არ არის მიწვეული და უფრო მეტსაც გეტყვით, ინვესტიციები, რომელსაც გვპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე და მთელი "ქართული ოცნების" რეჟიმი, მაგალითად იაფი კრედიტი, გახსოვთ ალბათ ბანკებიდან, ეს ყველფერი არ არის, ეს იყო ტყუილი, იმიტომ რომ ივანიშვილს არავინ არ აგდებს არაფრად", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.