სიორიძე: ჩვენი სრული მხარდაჭერა არასამთავრობოებს...ივანიშვილის რეჟიმს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პასუხი არ აგოს ამ თვითნებობაზე
„ლელო - ძლიერი საქართველო“ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლლის ანგარიშები პროკურატურამ დაყადაღა მხარდაწერას უცხადებს. როგორც გიორგი სიორიძემ განაცხადა, ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმს არ მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ "პასუხი არ აგოს იმ თვითნებობაზე, რასაც სჩადიან".
მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის მტერი „ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმია“.
„ქართული არასამთავრობო სექტორი ყოველთვის იდგა საქართველოში დემოკრატიის სადარაჯოზე, დემოკრატიის, რომლის მთავარი მტერი არის ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი. ბუნებრივია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოებრიობის პარტნიორებად და მათი რეაქცია არის ადეკვატური. ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ივანიშვილის რეჟიმს ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პასუხი არ აგოს იმ თვითნებობაზე, რასაც სჩადიან, რომ საქართველოში აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.