ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე - "ოცნებისთვის მიცემული დროის ამოწურვამდე რამდენიმე საათი დარჩა

30.08.25 20:18
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე -  "ოცნებისთვის მიცემული დროის ამოწურვამდე რამდენიმე საათი დარჩა

წამზომი ჩართულია - რამდენიმე საათში იწურება ის ვადა, რომელიც "ქართული ოცნებას" ევროკომისიამ მისცა. ორშაბათიდან ბრიუსელი დაიწყებს იმის გარკვევას, რა შეასრულა ივანიშვილის გუნდმა მოთხოვნებიდან რომელიც ბრიუსელიდან თბილისში გამოიგზავნა. ახლა სასწორზე დევს საქართვბელოს მოქალქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, დროი იწურება, თუმცა ქართულ ოცნებას არაფერი უთქვამს, რა გააკეთა, რომ მილიონობით მოქალაქემ არ დაკარგოს პრივილეგია ევროკავშირისგან.  

ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში არაფორმლაურ შეხვერაზე შეიკრიბნენ, საქართველო ოფიციალურ დღის წესრიგში არე ყოფილა, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ ,რომ საქართველოს შესახებ არაფორმლაური მსჯელობა მაინც შედგებოდა. ევროკავშირი ახლა ემზადება საპასუხო ნაბიჯების გადასადგმელად. 

ევროკომისიის გამოგზავნილი რვა პუნქტიდან დასავლეთი მოითხოვს რეპრესიული კანონების გაუქმებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. არცერთი პუნქტი და გადაწყვეტილება  ქართულ ოცნებას არ შეუცვლია. არადა სასწორზე ახლა ვიზალიბერალიზაცია დევს.  დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის გამო ევროკომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით ქართული ოცნება საკუთარ მოქალაქეებს უდიდეს განსაცდელში აგდებს - ამბობს პოლიტიკის ექსპერტი

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად 15 ქვეყნის დასტურიც საკმარისია ამიტომ  დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ევროკომისია პროცედურებს მარტივად გაივლის თუ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერება იქნება. ყოფილი ელჩის თქმით, ეს იქნება ბოლო წერტილი რის შემდეგაც ქვეყანა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში მოექცევა და მარტო დარჩება რუსეთის პირისპირ.

დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში: 

მსგავსი სიახლეები