დიდი ბრიტანეთი უახლოეს დღეებში "ოცნების" ჩინოსნების 15 კაციან სასანქციო სიას გამოაქვეყნებს - ოპოზიცია

31.08.25 11:21
დიდი ბრიტანეთი უახლოეს დღეებში "ოცნების" ჩინოსნების 15 კაციან სასანქციო სიას გამოაქვეყნებს - ოპოზიცია

დიდ ბრიტანეთს "ოცნების" ჩინოვიკების 15 კაციანი სასანქციო სია უკვე მზად აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიცია ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ამ სიაში მოხვდეს თავად ბიძინა ივანიშვილიც.

"ოცნების" ოპონენტებიც ცნობიათ, შავ სიაში ის ადამიანები შედიან, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლაში და ადამიანების უფლებების დარღვევაში არიან მხილებულნი.

ამ გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, წინ უძღოდა ბრიტანეთის მინისტრის თბილისში ვიზიტი, რომელიც "ოცნებას" არ შეხვდა.

ეს სია დიდი ხანია მზად არის, უბრალოდ, ამ თემაზე არ ლაპარკობდნენ. "ქართული ოცნება" უახლოეს მომავალში უნდა ელოდოს ბრიტანულ სანქციებს და ამის დასტური იყო სწორედ ევროპის საკითხებში მინისტრის საქართველოში ყოფნა, თუმცა ის არ შეხვდა "ქართულ ოცნებას". გაემგზავრა სომხეთში საქართველოდან, შემდეგ აზერბაიჯანში. სომხეტთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს. ეს იყო სწორედ იმის ნიშანი, რომ ბრიტანეთი, უახლოეს მომავალში, დააწესებს სანქციებს და ეს სანქციები იქნება პირადად "ქართული ოცნებისთვის", როგორც იმ ბიზნესებისთვის, რომელიც "ქართულ ოცნებას" ეხმარება, ასევე არის საუბარი ივანიშვილზეც, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი. 

"ძლიერი საქართველოს" წევრი გირგი სიორიძის თქმით, ბრიტანეთის ყოველთვის ახდევინებს ფასს მათ, ვინც ვის მეგბარ და პარტნიორ ქვეყნებში დემკრატიულ პროცესებს აზიანებს. 

ბრიტანეთი არ ხუმრობს. ბრიტანეთი ყოველთვის ახდევინებს ხოლმე შესაბამის ფასს იმ პირებს, რომლებიც კლავენ მის მეგბარ და პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიულ პროცესს, რომლებიც უცვლიან ქვეყანას საგარეო კურსს და რომლებიც არიან რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების მეგობრები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ იმის გამო, რომ არავის პასუხი არ უგია, ვისაც ეხებოდა მოქმედება, მაგრამ უმოქმედობით შეუწყო ხელი ივანიშვილს, ყველას შეიძლება, შეეხოს ბრიტანული სანქციები, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

ის, რომ ბრიტანული სანქციები უკვე გზაშია, ადასტურებს "ერთიანბა ნაცინალური მოძრაბის" ლიდერი ლევან სანიკიძეც. მისი თქმით, სანქციები უკვე უახლოეს დღეებში გამოცხადდება.  

როცა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" დელეგაცია იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ლორდთა და თემთა პალატაში, ჩვენ გარკვევით გვითხრეს, რომ სანქციების პაკეტი წამოვა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების და მათი გარემოცვის წევრების მიმართ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში, რომ ბრიტანული სანქციები, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია საკუთარი შესაძლებლობებით, "ქართული ოცნების" მაღლჩინსნების მიმართ იქნება გამოყენებული იმმ დემკრატიული უკუსთვისთვის, საქართველოს ავტკრატიული რეჟიმის ჩამყალიბებისთვის, რასაც ისინი ყველდღიურად აკეთებენ, - ამბბს ლევან სანიკიძე.   

მსგავსი სიახლეები