გრიგოლ გეგელია: საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს „ოცნებამ“ ცელი გამოუსვა

31.08.25 11:53
გრიგოლ გეგელია: საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს „ოცნებამ“ ცელი გამოუსვა

 

 

"ქართულმა ოცნებამ" უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად არაფერი გააკეთა, - ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ისაუბრა. 

ოპოზიციონერის თქმით, სწორედ დღეს ამოიწურა ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა, რომლის შესრულებაც ქვეყნის ევროპულ მომავალს და მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას განსაზღვრავდა.

გეგელიას თქმით,  „ქართული ოცნება“ კვლავაც რუსული ინტერესების გასახარებლად მოქმედებს და ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს. 

დღეს არის 31 აგვისტო - თარიღი, რომელსაც ელოდა საქართველო და ელოდა სრულიად ცივილიზებული მსოფლიო. ეს არის დღე, რომელიც რეალურად, საბოლოოდ განსჯის და არქმევს სახელს "ქართული ოცნების" პრორუსულ რეჟიმს, რომელმაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მილიონობით ქართველს შეენარჩუნებინა უვიზოდ მიმოსვლის საშუალება. ეს არის დღე, როდესაც "ქართულ ოცნებას" უნდა ეთქვა, და როდემდეც "ქართულ ოცნებას" უნდა ეთქვა, რომ ის აპირებს კრიზისის განმუხტვას, ის აპირებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ის აპირებს იმ 8 საკვანძო მიმართულებით ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ქართველებმა არ დაკარგონ უვიზო მიმოსვლა და რა თქმა უნდა, ის აპირებს ახალი არჩევნების ჩანიშვნას. მაგრამ, აქედან "ქართული ოცნების" რეჟიმს არაფერი გაუკეთებია და არათუ არაფერი გაუკეთებია სასიკეთოდ და დადებითად, ყველაფერი გააკეთა საპირისპირო მიმართულებით რუსული პოლიტიკური ინტერესის გასახარებლად და საქართველოში თავისუფლების ბასტიონის, ჩვენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეს არის იდევ ერთი ძალიან კლასიკური შემთხვევა იმისა, რომ როგორც კი კრიტიკული მომენტი ჩამოდგება, როგორც კი "ქართული ოცნების" ხელისუფლების ნაბიჯები უნდა იქნას განსჯილი და გაზომილი, როგორც კი ობიექტური კრიტერიუმები არსებობს ამ ნაბიჯების ავკარგიოანობის შეფასებისას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, და როდესაც არის ვითარება, როდესაც ქართველი ერის ინტერესები დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, "ქართული ოცნება" ასეთ დროს ყოველთვის აკეთებს რუსულ საქმეს და არასდროს აკეთებს ქართულ საქმეს და ჩვენ გვახსოვს უამრავი მსგავის მაგალითი წლების განმავლობაში, როდესაც ყველაძე ძირეულ, ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ აუცილებელ და კრიტიკულ მომენტებში, "ქართულმა ოცნებამ" გადადგა რუსული ნაბიჯები და არ გადადგა ნაბიჯები, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახების, ჩვენი საზოგადოების და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში იქნებოდა. 

ჩვენ ახლა ვედავთ ერთ ასეთ მომენტს, როდესაც "ქაღთულმა ოცნებამ" ცელი გამოუსვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს, როდესაც მათ ღიად უარყვეს ჩვენი შანსები და მომავალი და როდესაც მათ გასწირეს ჩვენი შესაძლებლობა, უვიზოდ გადავადგილდებოდესთ ევროპული კავშირის მასშტაბით, რაც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ პოლიტიკურ და ბუნებრივია, პერსონალურ შანსს და საშუალებას მილიონობით ქართველისთვის.

შესაბამისად, მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც იქნება შემდგომში, რაზეც ჩვენ გაგვაფრთხილა ევროპული კავშირის, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფომ, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ჩვენ, მაღალ ალბათობით, დავარგავთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ამაზე პასუხისმგბელობა ეკისრება "ქართული ოცნების" ბოროტმოქმედთა ბანდფორმირებას და ყველა ქართველს უნდა ესმოდეს ძალიან კარგად, რომ მანამ, სანამ ეს ბოროტმოქმედი ბანდფორმირება მართავს ჩვენს სახელმწიფოს დე ფაქტო რეჟიმში, ჩვენ არავითარი ევროპული ინტეგრაცია, არავითარი მშვიდობა და არავითარი კეთლდღეობა არ გვექნება.

ამიტომ, გამოდით, ვიბრძოლოთ, დავიბრუნოთ ეს ქვეყანა და დავუბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო მის ისტორიულ, ევროპლ გეზს, - განაცადა გეგელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.

"ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკურ დიალოგზე ოპონენტებთან.