ENEMO: მკაცრად ვგმობთ ISFED–სა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაცების წინააღდეგ გადადგულ ნაბიჯებს

31.08.25 15:33
ENEMO: მკაცრად ვგმობთ ISFED–სა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაცების წინააღდეგ გადადგულ ნაბიჯებს

„არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი“ (ENEMO) მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ გააუქმოს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომები.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ENEMO შეშფოთებულია სამოქალაქო ორგანიზაციების დევნით, რეპრესიებით, მათი საბანკო ანგარიშების დაყადაღებით და გამოძიებების დაწყებით.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები პირდაპირ აფერხებს დამოუკიდებელ დამკვირვებელთა საქმიანობას, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა თვითმმართველობის არჩევნების წინ.

„არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი“ (ENEMO) მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღდა ISFED-ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები. ეს ქმედება წარმოადგენს სერიოზულ მცდელობას, ხელი შეეშალოს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ადგილობრივი არჩევნების წინ, რითაც საფრთხე ექმნება პროცესის გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

ISFED ათწლეულებია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფაში პროფესიული და დამოუკიდებელი მონიტორინგით. ასეთი რეპრესიული ქმედებები არამხოლოდ ზღუდავს მათ საქმიანობას, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც იცავს საბაზისო უფლებებს და თავისუფლებებს, მათ შორის გაერთიანების თავისუფლებას.

ENEMO ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანდო არჩევნები ვერ ჩატარდება მიუკერძოებელი დამკვირვებლების გარეშე, რომელთა ფუნქციაა დარღვევების დოკუმენტირება და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოხსნას ISFED-ისა და სხვა არასამთავრობოებზე დაწესებული შეზღუდვები და თავი შეიკავოს შემდგომი ნაბიჯებისგან, რომლებიც ხელს უშლის მათ კანონიერ საქმიანობას.

ENEMO სრულ სოლიდარობას უცხადებს ISFED-სა და საქართველოს სამოქალაქო სექტორს და აფასებს მათ ერთგულებას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართ, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ შექმნილი მტრული გარემოსი, - ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები