სააკაშვილის ჯანმრთელობის შეფასება ადეკვატურად არ ხდება, სისტემა საბჭოთა მეთოდით იმართება - მესამე სექტორი
სისტემა არის დახურული და საბჭოთა მეთოდებით იმართება - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას. მესამე სექტორი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილთან მისი მკურნალი ექიმის არშეშვებით პატიმრის საერთაშორისო უფლებები ირღვევა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
პრაქტიკულად, დახურულია ციხე და სისტემა, იქ არ ხორციელდება დამოუკიდებელი მონიტორინგი და შეუსაბამოა ჯანდაცვის სტანდარტები საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყანაში დადგენილ ნორმებთან, შესაბამისად, არ ხდება ადეკვატურად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის შეფასება, არ არის ადეკვატური მომსახურება, რაც განიხილება არასათანადო მოპყრობად და ევროსასამართლოში თუკი მივა საქმე, ეს იქნება ნიმუში მესამე მუხლის დარღვევის. ასე რომ, ეს სისტემა არის დახურული, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის რეგულაციებზე გადასული ჯანდაცვის მიმართულებით. ასე რომ, მთელი ის ძალისხმევა, რაც წლების განმავლობაში არა მარტო ცენტრმა „ემპათიამ“, არამედ ატარა ყველა არასამთავრობო, თუ დონორმა ორგანიზაციამ, მინდა გითხრათ, რომ წყალშია გადაყრილი, - ამბობს ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.