უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ივანიშვილის და "ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება - გიგაური

31.08.25 15:07
უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ივანიშვილის და "ოცნების" პასუხისმგებლობა იქნება - გიგაური

"საერთაოშიროს გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის მოთხოვნები არ შეასრულა, რის გამოც ქვეყანა, შესაძლოა, ცუდ ვითარებაში აღმოცნდეს.

მესამე სექტორის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად "ქართულ ოცნებაზე" იქნება.  

რასაც ითხოვდა ევროკავშირი, იყო, უბრალოდ, კონსტიტუციის შესრულება "ქართული ოცნების" მხრიდან, რაც მათ არ შეასრულეს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ვართ ძალიან ცუდ ვითარებაში. ეს არის, რა მოცემულობის წინაშეც დაგვაყენა "ქართულმა ოცნებამ" და ეს არის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის და "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, - ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.

"ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკურ დიალოგზე ოპონენტებთან.  

 

მსგავსი სიახლეები