„მკაცრ ნაბიჯებს ველოდებით“ - ბუტიკაშვილი ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე
ევროკავშირისგან მკაცრ ნაბიჯებს ველოდებით, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან რეალური ზომები გადაიდგმება არა უშუალოდ 31 აგვისტოდან, არამედ ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ მინისტერიალზე, სადაც დღის წესრიგში საქართველოს საკითხი და უვიზო მიმოსვლის შეჩერების თემა დადგება.
ბუტიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან.
ევროკავშირისგან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ არა უშუალოდ 31-დან, არამედ მინისტერიალზე, რომელიც არის ჩანიშნულლი ოქტომბრის ბოლოს, სწორედ ამ პერიოდში დაისმევა საქართველოს საკითხი და თავისუფალი მიმოსვლის შეჩერების საკითხი. ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან მკაცრ ნაბიჯებს, ვინაიდან "ქართული ოცნების" პოლიტიკა თანხვედრაში არ არის ევროპულ პოლიტიკასთან და დიქტატორებს და ავტოკრატიულ სახელმწიფოებს არ აქვთ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან. ეს პრივილეგიები არ ეკუთვნის "ქართულ ოცნებას", შესაბამისად, ეს იქნება მათი მხრიდან სასჯელი, - ამბობს ბუტიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.
"ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკურ დიალოგზე ოპონენტებთან.