ივანიშვილის პირობებში ევროპასთან თავისუფალი გადაადგილება ვერ შენარჩუნდება - ფალავანდიშვილი

31.08.25 15:24
ივანიშვილის პირობებში ევროპასთან თავისუფალი გადაადგილება ვერ შენარჩუნდება - ფალავანდიშვილი

ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობა აუცილებლად გამოიწვევს უვიზო მიმოსვლას - ამის შესახებ ენმ-ს ლიდერი ირაკლი ფალავანდიშვილი საუბრობს. მისი თქმით, დროის ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ივანიშვილის პირობებში ევროპასთან თავისუფალი გადაადგილება ვერ შენარჩუნდება. 

თუ არ შევასრულებთ ამ მოთხოვნებს, აუცილებლად მოხდება უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა ზუსტად როდის მოხდება ეს, ამის პროგონიზრება შეუძლებელია. ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირში, თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილის პირობებში ნამდვილად უვიზო მიმოსვლა შეგვიწყდება, იმიტომ, რომ ივანიშვილი და მისი ანდა არ აპირებენ გამიზნულად შესრულებას არცერთი მოთხოვნის და არცერთი სტანდარტის, - ამბობს ფალავანდიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ "ოცნებისთვის" მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. სასწორზე ქართველების ყველაზე დიდი მონაპოვარი, ვიზალიბერალიზაცია დევს.

"ქართულ ოცნებას" 31 აგვისტომდე 4 ძირითადი მოთხოვნა ჰქონდა შესასრულებელი. საუბარია რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პოლიტპაატიმრების გათავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივისტების დევნის შეწყვეტასა და პოლიტიკურ დიალოგზე ოპონენტებთან.  

 

მსგავსი სიახლეები