ვადა ამოიწურა: უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია - "ოცნება" დუმს

31.08.25 20:06
ვადა ამოიწურა: უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია - "ოცნება" დუმს

ვადა ამოიწურა – „ქართული ოცნება“ კვლავ დუმს. ივანიშვილის პარტიამ ამ დრომდე არ განაცხადა, რას პასუხობს ევროკავშირს, მაშინ როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებას ზუსტად 45 დღე ჰქონდა, რომ პირობები შეესრულებინა და მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეენარჩუნებინა.

ამ პერიოდში, როგორც ოპოზიცია და ექსპერტები ამბობენ, პოზიტიური ნაბიჯები არ გადადგმულა - რეპრესიული კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა, პოლიტიკური პატიმრები კვლავ ციხეში რჩებიან.

„ქართულ ოცნებას“ 8 პირობის შესასრულებლად ვადა 31 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ხვალიდან შეჩერდება. ახლა ევროკომისია ამზადებს შუალედურ დასკვნას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ოქტომბერში მიიღება. ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ პირველ ეტაპზე საქართველოს 9 თვემდე შეუჩერდეს უვიზო რეჟიმი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ვითარება მხოლოდ უარესდება:

  • სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა,
  • ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები,
  • დრაკონული კანონები,
  • პოლიტიკოსების დაპატიმრება და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა

ესაა იმ გამოწვევების ჩამონათვალი, რითიც საქართველოს ხელისუფლება ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებს დაამახსოვრდა.

ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროპული კურსის ნაცვლად ქვეყანას ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბისკენ მიაქანებს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები