ბრიტანეთმა "ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვების პაკეტზე მუშაობა დაასრულა - ვის ემუქრება შავ სიაში მოხვედრა

31.08.25 20:11
ბრიტანეთმა "ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვების პაკეტზე მუშაობა დაასრულა - ვის ემუქრება შავ სიაში მოხვედრა

ოპოზიციის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობას უკვე მზად აქვს 15-კაციანი სასანქციო სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები მოხვდებიან. სიაში, სავარაუდოდ, იმ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ჩინოვნიკებს ვიხილავთ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციაში, დემოკრატიის შელახვასა და რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაში არიან მხილებული.

„ეს სია არის სიგნალი, რომ ბრიტანეთი საქართველოს დემოკრატიის შელახვას პასუხს გასცემს,“ - აცხადებენ ოპოზიციური ლიდერები.

სანქციების ამოქმედებას წინ უძღოდა ერთი კვირის წინ თბილისში დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრის, სტივენ დაუთის ვიზიტი. ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ შეხვედრია და პირდაპირ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრა. პოლიტიკოსების თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლონდონსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ხიდი ჩატეხილია, ხოლო საქართველო ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის გამო იზოლაციაში ექცევა.

ბრიტანული პარლამენტის თემთა პალატაში უკვე 30-მდე დეპუტატმა მოაწერა ხელი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას. მედიის ცნობით, სასანქციო პაკეტი თვეების განმავლობაში მუშავდებოდა და იგი მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს, რომლებიც შეეხება ოლიგარქის ოჯახის თითქმის მთელ ბიზნეს–იმპერიას. კომპანიების უმეტესობა გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ მთავარი დარტყმა ივანიშვილის აქტივებსა და კაპიტალს მიადგება.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები