დონალდ ტუსკი: პუტინთან და აგრესიულ რუსეთთან დათმობები და ფაქიზი თამაში წარმატებამდე არ მიგვიყვანს

31.08.25 19:22
დონალდ ტუსკი: პუტინთან და აგრესიულ რუსეთთან დათმობები და ფაქიზი თამაში წარმატებამდე არ მიგვიყვანს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მკაცრი განცხადებით გამოვიდა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთის მიმართ დათმობები და „ფაქიზი თამაშები“ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

„საკმარისია დათმობები. ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები და კარგად მომზადებულები. პოლონეთი ემზადება და ევროკავშირიც, რათა ყველა დარწმუნდეს – ეს არის საზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ და რომელშიც ევროპულ ფულსაც უნდა ჩავდოთ,“ - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა მომავალ წელს 200 მილიარდი ზლოტის ინვესტიციას გეგმავს თავდაცვაში, თავდაცვის ინდუსტრიასა და არმიის გაძლიერებაში.

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით პასუხისმგებლობას და ველით, რომ ევროპის ინსტიტუტები და ქვეყნები აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოებას ისეთივე სერიოზულობით მოეკიდებიან და მკაცრ პოზიციას დაიკავებენ რუსეთის მიმართ,“ - აღნიშნა ტუსკმა.

მსგავსი სიახლეები