თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

31.08.25 19:48
თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. 

ორი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ერთიანი კანდიდატი, ისნის შემდეგ, დღეს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გულიკო ზუმბაძესთან ერთად, სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. 

ირაკლი კუპრაძე პირადად ეცნობა მოქალაქეების პრობლემებს, რომლის მოგვარებაც მერად არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება.

ამჯერად ვხვდებით ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას, შუამთის ქუჩა შემოვიარეთ ჩვენს ადგილობრივ გუნდთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, გულიკო ზუმბაძე მიგვიძღვება. მოქალაქეების განწყობა არის საბრძოლო. ისინი აპირებენ, წავიდნენ არჩევნებზე და უარი უთხრან ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ისინი აპირებენ, გამოვიდნენ რუსთაველზე და მათთვის ორივე გზა არის მნიშვნელოვანი საბრძოლო ველი, იმიტომ, რომ ივანიშვილი, როგორც რუსული რეჟიმი უნდა დამარცხდეს თბილისში, დედაქალაქში და დედალაქმა აღარ უნდა გამოუცხადოს არანაირი ნდობა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

უკვე ცნობილია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი კუპრაძე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყველა უბანში მივა და ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას შეხვდება.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები