ვინ დაწერა ყაველაშვილის წერილი?

01.09.25 11:08
ვინ დაწერა ყაველაშვილის წერილი?

ვინ დაწერა წერილი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს გაუგზავნა? დღეს დილით "ქართული ოცნების" პრეზიდენტის facebook გვერდზე ვრცელი წერილი გამოქვეყნდა,  სადაც ყაველაშვილი წუხს იმის გამო, რომ ის და მისი პოლიტიკური გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის  ყურადღების მიღმა დარჩნენ.

ოპოზიციის შეფასებით, ღია წერილის პათოსი ძალიან ჰგავს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის  მიერ შედგენილ და ადრე გამოქვყნებულ წერილებს, რომელიც საჯარო სიცრცეში ბიძინა ივანიშვილის სახელით ვრცელდებოდა.

  • ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს პროპაგანდისტულმა არხმა, ბიძინა ივანიშვილთან აფელირებული ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის კომენტარი გაავრცელა, სადაც ის დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა - შათირიშვილი წერილში ამკიცებს, რომ "აშშ, დონალდ ტრამპის ხელით, სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება". 
  • შათირიშვილის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმაც გააკრიტიკა და პრეზიდენტს "გიჟი" უწოდა. 

"ქართული ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ შტატების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილის სახელით სწორედ ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება. 

ეს რეალურად, ბიძინა ივანიშვილის წერილია და არანაირად ე.წ. პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ამ წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის კრახი. 

ვერცერთ მათგანთან, ბიძინა ივანიშვილი ვერ დაალაგებს" - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ანა წითლიძემ. 

 "ქართული ოცნების" საგარეო კრახზე საუბრობენ "ლელო-ძლიერ საქართველოშიც". 

ჩვენ ვხედავთ პრივიტივიზმს, აბსოლუტურ უგუნურებას და საერთაშორისო წესრიგისა და პოლიტიკის სრულ არცოდნა. რამე რომ ესმოდეს "ქართული ოცნების" სახელისუფლებო ვერტიკალს, ამ სამარვხვინო საჯარო წერილებს არ იკადრებდა. 

ეს (წერილი) კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორი არაჯანსაღი კლიმატი და ვითარებაა, ივანიშვილის კარზე"- თქვა თაზო დათუნაშვილმა. 

"ეს წერილი ივანიშვილის რეჟიმის საგარეო პოლიტიკის კრახის აღიარებაა"- ასეთია თეონა აქუბარდიას შეფასება. 

პოლიტიკოსი თვლის, "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით, საქართველოს "არანაირი წონა არ აქვს" დასავლეთში. 

"ქართულმა ოცნებამ" დასავლეთსა და აღმოსავლეთთან შექმნეს ისეთი ვითარება, რომ საქართველოს  არანაირი წონა და ფასი არ გააჩნია: სტრატეგიულად უმნიშვნელოა. 

ელჩს ბიძინა ივანიშვილის სახელით შეხვედრაზე უარი უთხრეს, იმიტომ, რომ თავად ივანიშვილმა როგორც თქვა, მისი ფული უპირატესია, ვიდრე საქართველოს ინტერესი. შესაბამისად ეს არის მორიგი კრახის და უსუსურობის დემონსტრირება"- აღნიშნა აქუბარდიამ. 

  • აღსანიშნავია, ისიც, რომ ვიდრე მიხეილ ყაველაშვილის სახელით შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გაიგზავნებოდა,  აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მიმართა. 
  • ირაკლი კობახიძემ 13 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ აშშ-ის მხრიდან უპასუხოდ დარჩა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების “სუფთა ფურცლიდან” დაწყებაზე. 

მსგავსი სიახლეები