"ოცნება" ოხანაშვილის თანამდებობიდან გაშვების პროცედურას ოფიციალურად იწყებს
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას ოფიციალურად იწყებს. ვადაზე ადრე დათხოვნილი სუსის უფროსის საკითხზე კომიტეტი დღეს იმსჯელებს, უკვე ხვალ კი ამ საკითხს კენჭს საშემოდგომო სესიაზე უყრიან.
სავარაუდოდ, ამ კვირაშივე აირჩევენ "ოცნების" დეპუტატები სუსის ახალ უფროსს მამუკა მდინარაძეს.
"ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე არ ამბობენ, რას შეეწირა ოხანაშვილის თანამდებობა. თუმცა, ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენები ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, რომ ის 5 თვეც, რომელიც ოხანაშვილმა სუსის უფროსის პოსტზე გაატარა, დიდი დროა.
ანრი ოხანაშვილი არის ქართველი, პროფესიონალი ადამიანი და ის 2016 წილდან ამ საჯარო სფეროში აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს ძალიან კარგ საქმეებს ქვეყნისთვის.
რაც შეეხება მის წასვლას, ეს არის მისი გადაწყვეტილება, გუნდთან შეთანხმებული გადაწყვეტილება. მამუკა მდინარაძე ასევე არის ულით ქართველი ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, აქვს პროფესიონალიზი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უწყებას გაუძღვება სათანადოდ. თანამდებობიდან ადმაიანის წასვლა, ასევე მოსვლა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი და არ უკავშრდება არანაირ ინტრიგებს განსხვავებით ნაცმოძრაობისგან.
დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ერთ დღეში ამერიკის პრეზიდენტიც კი და ევროკავშირის ხელმძღვანელობაც კი ძალიან მასშტაბურ გადაწყვეტლებებს იღებენ და ერთ კვირაში შეიძლება, სულ სხვა მოცემულობა იყოს, 5 თვე შეიძლება, არ აღმოჩნდეს, ამ შემთხვევაში ძალიან მოკლე პერიოდი, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.