ალეკო ელისაშვილი: „ქალაქის მერი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისი“
კახა კალაძეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების ამოსასვლელები უნდა გახსნას - განცხადება ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით,კახა კალაძეს „ხალხის ინტერესი არ ადარდებს და წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დასცინის“.
„ქალაქის მერი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისი“,- თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
„ძალიან კარგად იცოდა კალაძემ, რომ არსებობს „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსასვლელი, რამდენიმე დღის წინ ვაჩვენეთ კიდეც და რომ ვაჩვენეთ მეორე ჩასასვლელი, რომ დაუმთავრებელია, ლპება, უზარმაზარი ფული იხარჯება იქიდან წყლის ამოღებაში, შემდეგ გაიღვიძა მექრთამე კალაძემ და რამდენიმე დღის წინ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და თქვა, რომ ტენდერს აცხადებს. კაცი, რომელიც 8 წელია არის თბილისის მერი და არჩევნებამდე დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის გასაკეთებლადო. აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა? ეძინა? გასაგებია, რითაც იყო დაკავებული - დიდი ნიჩაბი ეკავა და იპარავდა ფულს. მარჯანიშვილის ამოსასვლელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამ ამოსასვლელის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას შვება ექნება. ახმეტელის მეტროს ამოსასვლელსაც გავაკებთ და ყველაფერს 4 ოქტომბრის შემდეგ მას მერე, რაც გავყრით ამ მექრთამეებს, ამ ქალაქსაც მივხედავთ და მოსახლეობაზეც ვიზრუნებთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.