„ოხანაშვილი დაჭმუჭნეს და მოისროლეს“ – ანი წითლიძე

01.09.25 12:13
„ოხანაშვილი დაჭმუჭნეს და მოისროლეს“ – ანი წითლიძე

ოხანაშვილი "დაჭმუჭნეს" და მოისროლეს, - ასე აფასებს  "ერიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე სუსის უფროსის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის მოხსნას. მისი თქმით, ოხანაშვილი ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი უწყების ხელმძღვანელი იყო, თუმცა 6 თვის შემდეგ უბრალოდ ჩამოიშორეს და „კობახიძის ყავის მომდუღებლად“ განაწესეს.

წითლიძის შეფასებით, იგივე ბედი ელის მამუკა მდინარაძესაც, რომელსაც „ქართული ოცნება“ სუსის ახალ ხელმძღვანელად ასახელებს.

ოხანაშვილი დანიშნეს და ეგონა, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი უწყების ხელმძღვანელი, თუმცა 6 თვის შემდეგ უბრალოდ ასე დაჭმუჭნეს და მოისროლეს და მოიყვანეს მდინარაძე, ოხანაშვილი კი განაწესეს კობახიძის ყავის მომდუღებლად. იგივე ბედი ელის მდინარაძეს, იმიტომ, რომ ოლიგარქიული რეჟიმები ასე ექცევიან საკუთარ მონებს, როდესაც ისინი არ სჭირდებათ. მე არ ვიცი რა იქნება. მდინარაძე, ზოგადად, გამოირჩევა მისი აგრესიულობით. ის ერთ-ერთი გამორჩეული მონაა მონათა შორის, თუმცა ვიცი ერთი, რომ როგორი გადაადგილებაც არ უნდა ხდებოდეს სუსში, სუსი არასდროს ყოფილა 13 წლის განმავლობაში ორგანო, რომელიც ასრულებდა თავის მთავარ ფუნქციას, - ამბობს ანი წითლიძე. 

პარლამენტი ანრი ოხანაშვილის გაშვების პროცედურას ოფიციალურად იწყებს. ვადაზე ადრე დათხოვნილი სუსის უფროსის საკითხზე დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, უკვე ხვალ კი ამ საკითხს კენჭს საშემოდგომო სესიაზე უყრიან.

სავარაუდოდ, ამ კვირაშივე აირჩევენ "ოცნების"  დეპუტატები სუსის ახალ უფროსს მამუკა მდინარაძეს.

 

მსგავსი სიახლეები