რეჟიმი არის შუშის ფეხებზე, რომელსაც სჭირდება ოდნავი წინააღმდეგობა - წითლიძე

01.09.25 12:35
რეჟიმი არის შუშის ფეხებზე, რომელსაც სჭირდება ოდნავი წინააღმდეგობა - წითლიძე

რეჟიმი არის შუშის ფეხებზე, რომელსაც სჭირდება ოდნავი წინააღმდეგობა, - ამის შესახებ  "ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, 4 ოქტომბრის დაგეგმილი მრავალათასიანი საპროტესტო აქცია უნდა გახდეს მშვიდობიანი ძალისხმევის შედეგი, როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს მოხდა.

 2003 წლის ვარდების რევოლუცია იყო მშვიდობიანი, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი მრავალათასიანი საპროტესტო აქციით. შორს რომ არ წავიდეთ, უახლოესი ჩვენი ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ, ამიტომ ზუსტად ასეა, 4 ოქტომბერს აუცილებლად მშვიდობიანად უნდა დავამხოთ, ეს არის ყოველ ჩვენგანზე დამოკიდებული, ჩვენ ვართ ამ მოტივაციით, ჩვენ ვამბობთ, რომ 4 ოქტომბერი არის შესაძლებლობა, რომ გამოვიდეთ უამრავი და ვიბრძოლოთ, უბრალოდ კი არ ვისეირნოთ, არამედ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩამოვშალოთ და ეს რეჟიმი არის შუშის ფეხებზე, რომელსაც სჭირდება ოდნავი წინააღმდეგობა და მედგრად ბრძოლა. ჩვენ ძალიან მოტივირებული ვართ, იგივეა “ოცნების” პანიკა 4 ოქტომბერზე, მათ სწორად ეშინიათ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის,- განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები