კალაძე ამტკიცებს, რომ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი ყაველაშვილის დაწერილია

01.09.25 13:22
კალაძე ამტკიცებს, რომ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი ყაველაშვილის დაწერილია

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი მიხეილ ყაველაშვილის დაწერილია.

"ვინც დაწერა, იმან გამოაქვეყნა"- უთხრა მან "პირველების" კორესპოდენტს. 

თბილისის მერის თქმით, "ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება  პრინციპულად მნიშვნელოვანია". 

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ყველა მის წინადადებაში. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ პარალელურად, ასევე, პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორივე მთავარ დაპირებაში - „დიფ სთეითის“ დამარცხებაში, ომის დასრულებაში. რა თქმა უნდა, როგორც პირველი, ასევე, მეორე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა მაინც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და როგორც წერილში იყო აღნიშნული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის.

ის რაც ხდებოდა ძველი ადმინისტრაციის პირობებში, ეს იყო სრული კატასტროფა. როდესაც ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გიმტკიცებენ თეთრზე შავია, გაყენებენ შეურაცხყოფას, ყველა მათი განცხადება გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, მუქარით, ბინძური პროპაგანდით. ეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენს მიერ გაკეთებული ყველა განცხადება, გამოქვეყნებული წერილები მიუთითებდა იმას, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. ის, რაც წარსულში ხდებოდა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ორმხრივი,“ -განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სახელით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ღია წერილი გაიგხავნა.

განცხადების მიხედვით, გაკვირვებას იწვევს,  რატომ არ გამოხატავს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოსადმი სათანადო ყურადღებას.

ყაველაშვილის სახელით გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ იმ ფონზე, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი აღადგინა, არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ.

მსგავსი სიახლეები