"ოცნება“ ოპოზიციის აკრძალვით ემუქრება - აგვისტოს ომზე წულუკიანის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი
დაადანაშაულებს თუ არა 2008 წლის ომის დაწყებაში "ქართული ოცნება" საქართველოს უკვე დოკუმენტებითაც? წულუკიანის კომისიის დასკვნა ცნობილი სავარაუდოდ, უკვე ხვალ, ბიუროს სხდომის დასრულებისთანავე გახდება. მას შემდეგ, რაც ბიუროს დოკუმენტი წარედგინება, პირველ პლენარულ სდომაზე ტრიბუნას წულუკიანი დაიკავებს და 400 გვერდიან დასკვნას გაასაჯაროებს.
"ქართული ოცნება" უკვე აანონსებს, რომ წულუკიანის დაწერილი დოკუმენტის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოთხოვნას გადაუგზავნიან.
დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუცი სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ. პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომელიც ქმნიდა რეჟიმებს, რომლებსაც უწოდებდა დანაშაულებრივ სისტემას მათ შორის სტრასბურგის სასამართლო, არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ირაკლი ქადაგიძე კი ამტკიცებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მას შემდეგაც დანაშაულებები კონსტიტუციური წყობილების წინაარმდეგ ჩაიდინა.
მოცემულია ამ დასკვნაში ის ფაქტები, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ ხელისუფლებაში აღარ ყოფნის დროს, ჩაიდინა ისეთი ტიპის დანაშაულებები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ არის მიმართული. ომთან დაკავშირებული საკითხებიც არის სწორედ იმ ფაქტობრივ შედეგებზე და ფაქტობრივ განცხადებებზე, ფაქტობრივ რეზოლუციებზე და მონაცემებზე დაყრდნობილი, რაც საზოგადოებისთვის ცალ-ცალკე ისედაც ცნობილია, - ამბობს ირაკლი ქადაგიძე.