რატომ "ფართხალებს" "ქართული ოცნება"? - გამოხმაურებები წერილის შემდეგ

01.09.25 14:16
რატომ "ფართხალებს" "ქართული ოცნება"?  - გამოხმაურებები წერილის შემდეგ

რა მიზანს ემსახურება მიხეილ ყაველაშვილის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი? 

  • ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ დღეს, 1 სექტემბერს გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც "ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს”.
  • ყაველაშვილი მის მიერ ხელმოწერილ წერილში ისევ „დიფ სთეითზე” საუბრობს და ამბობს, რომ „ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული” „დიპ სთეითის“ დომინირებით საქართველოში, „რასაც ადმინისტრაცია პასიურად აკვირდება“.

"პირველები" დღეს ტრამპისვის "ქართული ოცნების" რიგებიდან რიგით მეორე წერილის გაგზავნაზე ექსპერტებს ესაუბრა. 

 ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ყაველაშვილის სახელით გავრცელებული წერილი, "ქართული ოცნების" ამომრჩეველზეა გათვლილი, რადგან ისინი კითხვებს სვამენ. 

მისი თქმით, კამპანიამ, რომ "ტრამპის ადმინისტრაციასთან ალეგებენ", არ იმუშავა:  

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ რაღაც ტიპის კომუნიკაცია ყველასთან შეძლო, "ქართული ოცნების" გარდა. ხაზგასმით ვამბობ, ეს მათ არ აწუხებთ, იმის გამო, რომ ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას აქვს პრობლემები და ამ ქვეყნის გრძელვადიანი ამოცანები ზიანდება, მათ აწუხებთ ის, რომ მათივე ამომრჩეველი სვამს კითხვებს. 

ისინი არიან საგარეო პოლიტიკურ იზოლაციაში და ახლა ფართხალებენ და ეძებენ გამოსავალს. ამ ისოლაციიდან მარტივია გამოსავალი - წერილები კი არ უნდა წერონ, დემოკარატიის დღის წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ და ევროკავშირის დღის წესრიგში უნდა დაბრუნდნენ. 

"ქართულ ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ეს ხაზი არ მუშაობს, არავის აღარ სჯერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ალაგებენ - მათ ამომრჩეველსაც აღარ სჯერა და ამიტომ დაიწყეს სხვა ტალღაზე მუშაობა"- აცხადებს თინა ხიდაშელი. 

 ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის შეფასებით, მიხეილ ყაველაშვილის სახელით გამოქვეყნებულმა წერილმა "ქართული ოცნების" უსუსურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

მისივე შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს ლეგიტიმაციის პრობლემა აწუხებს: 

 "ქართულმა ოცნებამ" საქართველო იზოლაციურ მდგომარეობაში ჩააყენა - ისინი ვერ ახერხებენ კომუნიკაციის დამტარებას შეერთებულ შტატებთან, გააფუჭეს ურთიერთობები ევროპელებთან და დაგვტოვეს რუსეთის გადასაყლაპად. ეს დადასტურდა ამ წერილში. თავად ყაველაშვილმა ხელი მოაწერა და დაგვიდასტურა ეს იზოლაციური მდგომარეობა. დანარჩენი რასაც ვხედავთ, ეს არის სტანდარტული პროპაგანდა, რომელიც აქამდე არაერთხელ გვინახავს - შათირიშვილის წერილებში თუ სხვვა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტების წერილებში. ყველგან ჩანს ერთი და იგივე: "ქართული ოცმების" სურვილი, რომ დასავლეთმა აღიაროს, მიიღონ ლეგიტიმაცია და მათი უსუსურობა, რომ ამ ლეგიტიმაციას ვერ იღებენ"- ამბობს გიორგი მელაშვილი. 

მსგავსი სიახლეები